დაიწყო პირველკლასელთა საბუთების მიღება. 1 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, რეგისტრაცია იწარმოებს იმ პირველკლასელთათვის ვისი მშობლებიც ასწავლიან ან ვისი დედმამიშვილიც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. ხოლო 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით ველით ყველა მსურველს.
2011-2012 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე-პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი
1.მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილის, საკონტაქტო ტელეფონის, მოსწავლის ჩასარიცხად კლასის მითითებას. 2. დაბადების მოწმობის დედანი (თან უნდა ახლდეს ასლი ნოტარიულად დამოწმებული). 3. სამედიცინო ცნობა. ფორმა 26 ან 100 4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე 5. კანონიერი წარმომადგენლის (მშობლების) პირადობის მოწმობის ასლი 6. ბავშვი უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში (საპასპორტო განყოფილება) და მინიჭებული უნდა ჰქონდეს პირადი ნომერი.
ყურადღება
იმ შემთხვევაში თუ ხართ სოციალურად დაუცველი ან დევნილი, წარმოადგინეთ საბუთის ქსეროასლი
მიმღები კომისია |